"სააკაშვილის მკურნალობა ეჭვებს აჩენს" - პოლონელი ექიმების ჯგუფი საქართველოში ჩამოსასვლელად მზადაა
პოლონელი ექიმების ჯგუფი მზად საქართველოში ჩამოვიდეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობვის მდგომარეობა შეისწავლოს. ამის შესახევ "როიტერი" წერს. ბრიტანული ახალი ამბების სააგენტოს ეს ინფორმაცია პოლონეთის მთავრობის ოფიცილურმა წარმოამდგენელმა დაუდასტურა
კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლონეთი გააგზავნოს საქართველოში ექიმების ჯგუფი, პეტრე მიულერმა უპასუხა, რომ ჰუმანიტარული მიზნებითვის ექიმების ჯგუფი გასამგზავრებლად მზად არის.
ახლა ჩვენ ველოდებით ქართული მხარის თანხმობას. როგორც ჩვენ ვიცით, სააკაშვილის სათანადო მკურნალობის საკითხი აჩენს სერიოზულ ეჭვებს საერთაშორისო საზოგადოებაში და სააკაშვილის მომხრეებს შორის, - განმარტავენ ვარშავაში.