ის, რომ "აგენტების" შესახებ კანონი არ მიგვაღებინეს, სანანებელი გაგვიხდება - წულუკიანი
კულტურის მინისტრი მიიჩნევს, რომ "უცხოური გავლენების აგენტების" შესახებ კანონის არმიღება, საქართველოს სანანებელი გაუხდება.
თეა წულუკიანის მტკიცებით, ყველა ევროპული ქვეყანა აღნიშნულ კანონს მიიღებს და დასანანია, რომ საქართელო მათ რიცხვში არ იქნება.
არა მხოლოდ ახალგაზრდებზე არნახული წნეხი იყო, იყო ზრდასრულ ადამიანებზეც წნეხი, რომელსაც ზოგიერთმა მათგანმა სამწუხაროდ ვერც კი გაუძლო.
ფაქტმა, რომ ჩვენ საქართველოს და არა ხელისუფლებას, არ მიგვაღებინეს მოცემული კანონი, ჩემი აზრით, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ გამოცდილებით ვმსჯელობ, რაც მაქვს, იქნება დასანანი და სანანებელი.
ყველა ევროპული ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს და თუ არ აქვს მიღებული, ეტაპობრივად მიიღებს სწორედ უცხო ქვეყნიდან მომავალი თანხების აღრიცხვის, თუ არა და კონტროლის შესახებ კანონს. დასანანია, რომ საქართველო არ იქნება მათ რიცხვში, - თქვა წულუკიანმა.