"არ გვეშინია" - სტუდენტების პასუხი ხელისუფლების მუქარაზე

14.03.23 13:13
"არ გვეშინია" - სტუდენტების პასუხი ხელისუფლების მუქარაზე

"არ გვეშინია" - ასე პასუხობენ  სტუდენტები ხელ;სუფლების მუქარას, რომელმაც აქციებზე მყოფი ახალგაზრდების რეპრესიები დააანონსა. 

ახალგაზრდები ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ და ამბობენ, რომ იმაზე უკეთესი თაობა იქნებიან, ვიდრე კობახიძე და მისნაირები. 

თუ ჩემი ქვეყნის სიყვარული მოითხოვს, რომ ვიჯდე კიდევ იზოლატორში, არ არის პრობლემა, უკვე ვიყავით, ის ნერვიულობა, რომელიც დედაჩემმა გადაიტანა, უკვე მიხვდა, რომ ეს არ არის სანერვიულო და მე დედაჩემს ბოდიშს არ ვუხდი იმის გამო, რაც მოხდა. თვითონ მომიწოდა პირიქით, რომ ახლა გაჩერების დრო არ არის. არცერთი სტუდენტი მაგას არ შეჭამს, რასაკ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ერთი კაცის მართულები არიანო. აქციებზეც ვიდგებით, ჩვენს სამოქალაქო პოზიციასაც დავაფიქსირებთ და ვიქნებით უკეთესი თაობა, ვიდრე ირკალი კობახიძე და მისნაირი "კაგებეშნიკი", - ამბობს დავით სეხნიაშვილი.

კიდევ ერთი სტუდენტი ანა მინაძე ამბობს, რომ უკან დახევის დრო არ არის და ხელსუფლება ახალგაზრდებს უკანონო თამაშში ვერ ჩაითრევს. 

რადიკალებიც გამოვედით, ექსტრემისტებიც გამოვედით, ფაშისტებიც გამოვედით, ეგ ყველაფერი მოიკითხონ თავიანთკენ. ირაკლი კობახიძე თავად ვინც არის, ვისი შვილიც არის, ვისი შთამომავალიც არის და ვის ინტერესებსაც ატარებს, ყველასთვის ნათელია. ცდილობენ დაგვაშინონ, მუქარის წერილები გამოგვიგზავნონ, მაგრამ არცერთი წამით არ გვეშინია, გავაგრძელებთ ბძროლას, გავაგრძელებთ იმ მიზნისკენ სწრაფვას, რა მიზანიც თავიდანვე დავისახეთ. შესაძლოა იყოს დაკავებების სერიებიც, მუქარების გაგრძელებებიც, მაგრამ კანონიერად ვერცერთ ჩვენგანს ვერაფერს მოსთხოვენ. თვითონაც იციან, რომ თავიანთ უკანონო თამაშში ჩენ არ ავყვებით, თუ ახლა შიში გამოვაჩინეთ და ჩვენ თუ ახლა რაღაცაზე უკან დავიხიეთ, აღარ აქვს აღარაფერს აზრი, - ამბობს ანა მინაძე.