დაკარგავს თუ არა "ოცნება "პარლამენტში უმრაველობას? - კობახიძე გუნდში საკადრო გადაადგილებას არ გამორიცხავს
დაკარგავს თუ არა "ქართული ოცნება "პარალენტში უმრაველობას?ირკალი კობახიძე გუნდში საკადრო გადაადგილებას არ გამორიცხავს.
უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საზოგადოებას ეცნობება.
რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში არსებულს შესაძლო გადაადგილებებს, კობახიძე ამბობს, რომ ვერაფერს დაადასტურებს, რადგან, მისი თქმით, ეს ირაკლი ღარიბაშვილის პრეროგატივაა.
„უმრავლესობაში, გუნდში ყველაფერი არის ძალიან კარგად. თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით, გუნდის ფარგლებში, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაგიზიარებთ. რაც შეეხება მთავრობას, ამასთან დაკავშირებით მე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ დაგიდასტურებთ. ეს არის პრემიერის ექსკლუზიური პრეროგატივა.
გავრცელებული ინფორმაციით, "ოცნებას" ტოვებენ დავით სერგეენკო, ირაკლი კოვზანაძე, დავით სონღულაშვილი და გიორგი ხელაშვილი, თუმცა ეს დეპუტატები რამდენიმე დღეა დუმილის რეჟიმში არიან და არც უარყოფენ და არც ადასტურებენ გავრცელებულ ინფომაციას.