ვხელმძღვანელობთ ილია ჭავჭავის წიგნებით, აკერმანს არ ვასწავლით - "ფრანკლინის კლუბი"

14.03.23 13:37
ვხელმძღვანელობთ ილია ჭავჭავის წიგნებით, აკერმანს არ ვასწავლით  - "ფრანკლინის კლუბი"

"ფრანკლინის კლუბის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ კლუბში მოსწავლეებს ფაშისტებად ზრდიან და მათ რეკრუტირებას ახდენენ.

ალექსანდრე ზიბზიბაძე ამბობს, რომ კლუბში მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას ნამდვილად ასწავლიან და ეს არ ხდება მხოლოდ ხელისუფლებასთან მიმართებაში. 

"ფრანკლინის" კლუბი ნამდვილად პატიჟებს სკოლის მოსწავლეებს, რომ განათლება მიიღონ "ფრანკლინის" კლუბში ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ეკონომიკა, პოლიტიკა, ხელოვნება, დებატები, საერთაშორიოს ურთიერთობები და ა.შ. თუ ამაში იგულისხმება რეკრუტირება, დიახ, ნამდვილად ვახდენთ. ილია ჭავჭავაძის წიგნებით ვასწავლით, ბენჟამინ ფრანკლინის, ჯეფერსონის  და ა.შ. აკერმანის წიგნებით "ფრანკლინში" არ ვასწავლით. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებად ნამდვილად ვზრდით, რომლებიც ხელისუფლების და მათ შორის, ოპოზიციის ქმედებებსაც კრიტიკულად შეაფასებენ, - ამბობს ზიბზიბაძე.