სააკაშვილი, პუტინის პირადი პატიმარი - ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს გიული ალასანია ესწრება

14.03.23 13:33
სააკაშვილი, პუტინის პირადი პატიმარი - ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს  გიული ალასანია ესწრება

ევროპარლამენტში ამ წუთებში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც პუტინის პირადი პატიმრების მიხეილ სააკაშვილის და ვლადიმერ კარა მურზას ოჯახის წევრები და ევროპალრმაენტარები ესწრებიან.  

შეხვედრაზე სტრასბურგშია  რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ავტორი ვილიამ ბროუდერიც.

ამ წუთებში სიტრყვით გიული ალასანია გამოდის. მან ვრცლად ისაუბრა საქართველოს დასავლურ კურსზე და თქვა, რომ მის შვილს საქართველო ევროპისკენ მიჰყავდა, ახლა კი რეალობა შეიცვალა.

ევროპარლამენტი ამ კვირაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ახალ რეზოლუციასაც მიიღებს.