ზეწოლა ჩვენზეც იყო, არ დატოვოთ მანდატები, ეს ერთგვარი გაპარვა იქნება - გახარიას გუნდი
"ქართული ოცნებიდან" ერთ დროს გასული გიორგი გახარიას გუნდის წევრები იხსენებენ, როგორი რთული იყო "ოცნების" დატოვება და მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.
ანა ბუჩუკური ამბობს, რომ "ოცნების" დეპუტატები მათ აიძულებდნენ, რომ პარტიიდან გასვლის შემთხვევაში მანდატებიც დაეტოვებინათ.
ბუჩკური მოუწოდებს იმ მმართველი პარტიის დეპუტატებს, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, პარტიას ტოვებენ, რომ მანდატები არ დატოვონ, რადგან ეს, მისი თქმით, ერთგვარი გაპარვა იქნება.
ზეწოლა ინდივიდუალურადაც იყო ჩვენს დეპუტაციაზე. ბევრი მხრიდან იყო, მათ შორის საჯარო ზეწოლაც. გვიქსევდნენ ამ ტროლ-ბოტებს, რომ დატოვეთ მანდატები. თუკი ეს ადამიანები მანდატებს დატოვებენ, ისინი ჩანაცვლდებიან ისევ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებით. შესაბამისად, მანდატების დატოვება ახლა იქნება ერთგვარი გაპარვა", - ამბობს ანა ბუჩუკური.
გავრცელებული ინფორმაციით, "ოცნებას" ტოვებენ დავით სერგეენკო, ირაკლი კოვზანაძე, დავით სონღულაშვილი და გიორგი ხელაშვილი, თუმცა ეს დეპუტატები რამდენიმე დღეა დუმილის რეჟიმში არიან და არც უარყოფენ და არც ადასტურებენ გავრცელებულ ინფომაციას.