არ ვაღიარებთ მის იურისდიქციას - პესკოვი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე
რუსეთი არ ცნობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქციას - ასე უპასუხა კრემლის პრეს-სპიკერმა კითხვას, როგორ აფასებს ინფორმაციას, რომ სასამართლო უკრაინაში რუსული ომის დანაშაულის ორი საქმის გახსნისთვის ემზადება
"ჩვენ არ ვცნობთ ამ სასამართლოს, ჩვენ არ ვაღიარებთ ამ სასამართლოს იურისდიქციას. ასე ვექცევით მას", - განაცხადა პესკოვმა.