ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს და ქვეყნის მომავალ თაობას ემუქრება, დასრულებულია - ნაცვლიშვილი

14.03.23 14:27
ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს და ქვეყნის მომავალ თაობას ემუქრება, დასრულებულია - ნაცვლიშვილი

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს და ქვეყნის მომავალ თაობას ემუქრება, დასრულებულია - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნაცვლიშვილი ხელისუფლებას მიმართავს და მათ პირდაპირ ეუბნება, რომ ვერავის შეაშინებენ და თუ კანდიდატის სტატუსის ჩაგდების მცდელობას ისევ გააგრძელებენ, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ კიდევე რთხელს აქართველოს მოქალაქეებისგან.

"ლელო"ასევე ახალგაზრდებს საჯარო მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ თითოეულის საქმეს ბოლომდე ჩაყვება და გვერდით დაუდგება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აქციაზე არაპროპორციული ძალების გადამეტებული ძალის შედეგად დაშავდნენ.

თავი დაანებეთ ანტირუსული სახალხო პროტესტის მონაწილეების სათითაოდ დევნას და თქვენთვისვე აჯობებს, მიუბრუნდეთ ევროკავშირის კანდიდატობისთვის აუცილებელი 12 წინაპირობის შესრულებას. თუ გააგრძელებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩაგდებას, სახალხო პროტესტი იქნება კიდევ უფრო ფართო და მიიღებთ უმკაცრეს პასუხს საქართელოს მოქალაქეებისგან. 7-8 მარტის აქციებმა „ქართულ ოცნებას“ დაანახა, თუ რა არის ხალხი რეალური ძალა. ამით შეშინებული „ოცნება“ ცდილობს ანტირუსული პროტესტის მონაწილეებს პასუხი სათითაოდ მოსთხოვოს. ამისთვის მათ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმები აქვთ, მათ შორის ერთ-ერთია საბჭოთა - 1984 წელს მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც ანტირუსული აქციების მონაწილეთა დაკავება და დაჯარიმება ხდება. დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა დამკვირვებლებმა, ასევე სახალხო დამცველმა უკვე გააკეთეს საჯარო შეფასებები იმის თაობაზე, რომ 7-8 მარტის აქციების ძალისმიერი დაშლის საფუძველი არ არსებობდა - არც კი საუბრობენ პროპორციულობაზე და პირდაპირ ამბობენ, რომ ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა! იყო არაერთი დარღვევა - მათ შორის დაკავებული დემონსტრანტების ცემა და მათთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენება. ამ პირობებში სისტემა საკუთარ პასუხისმგებლობაზე არ საუბრობს და ახალგაზრდებს, მათ შორის არასრულწლოვნებს ემუქრება. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს და ქვეყნის მომავალ თაობას ემუქრება, დასრულებულია - ირაკლი კობახიძის სახით შიშითა და მოლანდებებით აცახცახებული ავტოკრატი ვნახეთ, მინდა მათ ვუთხრა - ვერავის შეაშინებენ საკუთარი დეპუტატების გარდა!  ჩვენ თითოეულ საქმეს ბოლომდე მივყვებით. მინდა ყველას მოვუწოდო, თუ იქნება მუქარა, შეგვეხმიანეთ, დაგიცავთ და ასევე ძალიან ყურადღებით შევისწავლით სასამართლო ხელისუფლების მოქმედებებს ანტირუსული პროტესტის მონაწილეთა მიმართ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.