მამაჩემს ძალიან უნდა სიცოცხლე, ამიტომ ვარ აქ - ედუარდ სააკაშვილი ევროპარლამენტში

14.03.23 14:01
მამაჩემს ძალიან უნდა სიცოცხლე, ამიტომ ვარ აქ - ედუარდ სააკაშვილი ევროპარლამენტში

საქართველოს ხელისუფლებას უნდა მამაჩემის სიკვდილი სუიციდად  გაასაღოს, - ამის შესახებ ედუარდ სააკაშილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მესამე პრეზიდენტის შვილი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლე ძალიან უნდა.

ედუარდ სააკაშვილი ევროპარლამენტს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაიცვან.

ხელისუფლება იტყუება, როცა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სიმულირებს და ციხისთვის თავის დაღწევას ცდილობს, ბოლო თვეებში კი მათ რიტორიკა შეცვალეს. ექიმები ამბობენ, რომ ვითარება სახიფათოა.  ამას მთავრობაც აღიარებს  და მისი სიკვდილი სუიციდად უნდათ გაასაღონ. გარწმუნებთ, ეს სუიციდი არ არის, მამაჩემს ძალიან უნდა სიცოცხლე, ამიტომ ვარ აქ რომ გამოსავალი ვიპოვოთ და მას დავეხმაროთ სიცოცხლის უფლებაში.

ოჯახი ძლიერი მთავრობის წინააღმდეგ მარტოები ვიყავით, თუმცა საერთაშორისო გამოხმაურებები ძალას გვაძლევს. პრეზიდენტი მაკრონი მამაჩემზე საუბრობდა, ასევე პრეზიდენტი ზელენსკი საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები და ევროპარლამენტი ყველა ჩართულია, - თქვა მესამე პრეზიდენტის შვილმა. 

ევროპარლამენტში ამ წუთებში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც პუტინის პირადი პატიმრების მიხეილ სააკაშვილის და ვლადიმერ კარა მურზას ოჯახის წევრები და ევროპალრმაენტარები ესწრებიან.  

შეხვედრაზე სტრასბურგშია  რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ავტორი ვილიამ ბროუდერიც.