სააკაშვილს 46 დიაგნოზი აქვს დასმული, დრო აღარ გვაქვს - გიორგი ჩალაძე ევროპარლამენტში
მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის შტაბის ხელმძღვანელმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე იმ აბსურდულ ბრალდებებზე ისაუბრა, რომელიც მესამე პრეზიდენტს საქარტელოს ხელისუფლებამ წაუყენა.
გიორგი ჩალაძემ თქვა, რომ დასაკარგი დრო არ არის და ის 46 დიაგნოზი, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა ექსპერტებმა მესამე პრეზიდენტს დაუსვეს, მისი სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია.
იმის დასადასტურებლად, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია, მოგიყვებით რა ბრალდებებით დააკავეს ის. პრეზიდენტ კაჩინსკის დასაფლავებაზე მიტანილი ყვავილების და ვაცლავ ჰაველის მემორიალზე ყვავილების მიტანისთვის. ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტისას მისთვის ნაყიდი "რედბულის" გამო.
ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგები გვაქვს, რომელიც ადასტურებს, რომ ის მოწამლულია. კალიფორნიაში და მსოფლიოში ცნობილი ტოქსიკოლოგების მიერაა ჩატარებული ეს კვლევა. 46 დიაგნოზი აქვს დასმული მიხეილ სააკაშვილს რაც სასჯელის გადავადების კი არა, გათავისუფლების საფუძველი უნდა გამხდარიყო, თუმცა მოსამართლემ ეს არ გააკეთა. დრო აღარ გვაქვს, - განაცხადა ჩალაძემ.
ევროპარლამენტში ამ წუთებში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც პუტინის პირადი პატიმრების მიხეილ სააკაშვილის და ვლადიმერ კარა მურზას ოჯახის წევრები და ევროპალრმაენტარები ესწრებიან.
შეხვედრაზე სტრასბურგშია რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ავტორი ვილიამ ბროუდერიც.