თუ სააკაშვილი ცოცხალი არ იქნება, ევროპულ პერსპექტივაზე საუბარი ზედმეტია - ევროპარლამენტარი

14.03.23 14:16
თუ სააკაშვილი ცოცხალი არ იქნება, ევროპულ პერსპექტივაზე საუბარი ზედმეტია - ევროპარლამენტარი

თუ სააკაშვილი ცოცხალი არ იქნება, ევროპულ პერსპექტივაზე საუბარი ზედმეტია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ განაცხადა.

ევროდეპუტატმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დებატებში მონაწილეობისას თქვა, რომ  საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაძლიერებლად ევროკავშირს სხვა შესაძლებლობებიც აქვს. 

ჩვენ გვაქვს სხვა შესაძლებლობები ზეწოლის გასაძლიერებლად და ეს ძალიან გარკევით უნდა ითქვას. ჩემი გადმოსახედიდან ევროპულ პერსპექტივაზე საუბარიც კი ზედმეტია  თუ სააკაშვილი ცოცხალი არ იქნება. ამ ღია მესიჯს ჩვენ ვაგზავნით ახლა, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება, - განაცხადა ლაგოდინსკიმ.

ევროპარლამენტში ამ წუთებში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც პუტინის პირადი პატიმრების მიხეილ სააკაშვილის და ვლადიმერ კარა მურზას ოჯახის წევრები და ევროპალრმაენტარები ესწრებიან.  

შეხვედრაზე სტრასბურგშია  რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ავტორი ვილიამ ბროუდერიც.