პუტინმა საჯაროდ თქვა, რომ სააკაშვილის კვერცხებით დაკიდება უნდა - ბროუდერი
პუტინი სააკაშვილის წინააღმდეგ პერსონალურ ვენდეტას აწარმოებს. - ამის შესახებ ბილ ბროდეურმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა. მაგნიტსკის სიის მთავარმა ავტორმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში წამებით კლავენ.
სააკაშვილი 2008 წელს პუტინს დაუპირისპირდა. პუტინი ისეთი გაბრაზებულია, საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ მიხეილ სააკაშვილის კვერცხებით დაკიდება უნდოდა. მის წინააღმდეგ პერსონალური ვენდეტას აწარმოებს. პოლიტიკური მოტივებითაა დაკავებული. აწამებენ და წამლავენ და ახლა ის კვდება. მე მისი ფოტო ორი თვის წინ ვნახე, შევშფოთდი და გამახსენდა, სერგეი მაგნიტსკი, როგორ აწამებდნენ მას ნელ-ნელა სიკვდილამდე. მან მე მომწერა ციხიდან, შეგიძლია თუ არა დამეხმარო? და სწორედ ამიტომ ვარ მეც აქ, ამიტომ მოვიწვიე მისი ოჯახის წევრებიც დღეს აქ. ის მოკვდება თუ არ გამოუშვებთ ციხიდან, - განაცხადა ბროუდერმა.
ევროპარლამენტში ამ წუთებში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც პუტინის პირადი პატიმრების მიხეილ სააკაშვილის და ვლადიმერ კარა მურზას ოჯახის წევრები და ევროპალრმაენტარები ესწრებიან.
შეხვედრაზე სტრასბურგშია რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ავტორი ვილიამ ბროუდერიც.