ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას - ხუნდაძე

14.03.23 14:45
ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას - ხუნდაძე

ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას, - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს. "ხალხის ძალის" წევრი წერს, რომ მსგავსი ქმედება ქვეყნის იმიჯს აზიანებს. 

ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას, ეს არ შედის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში! 

საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება - “არ წავიკითხავ, შეურაცხყოფას მივაყენებ სხვას, დროშას დავხევ…” და სხვა მსგავსი შინაარსის მოწოდებები და ქმედებები მიუღებელია და აზიანებს სახელმწიფოს იმიჯს, - წერს ხუნდაძე.