"მამათმავლობის ტრიაპკა" - მღვდელი, რომელიც 5 ივლისს ძალადობისკენ მოუწოდებდა, რადიკალების აქციაზე გამოჩნდა

14.03.23 14:48
"მამათმავლობის ტრიაპკა" - მღვდელი, რომელიც 5 ივლისს ძალადობისკენ მოუწოდებდა, რადიკალების აქციაზე გამოჩნდა

სასულიერო პირი, რომელიც 5 ივლისს მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდებდა ძალადობისკენ, "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებთან ერთად  საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფება და იქ აღამართული ჯვრისთვის პარაკლისის ჩასატარებლად ემზადება.

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის დროშას მამათმავლობის ტრიაპკას უწოდებს და ამბობს, რომ ეს საქართველოს არ ეკადრება.

ძალიან შეურაცმყოფელია ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთის, რომ ამ სიწმინდის გევრდით მამათმავლობის ტრიაპკა იყო ჩამოკიდებული. ეს არ ეკადრება საქართველოს. მალე დადგება ის დრო, როდესაც ეს ტრიაპკა თავის სანაგვე ყუთში გადავარდება საბოლოოდ", - ამბობს დეკანოზი.

პუტინისტებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს - ამ დროსითვის "ალტ-ინფოს" წევრები არავის დაუკავებია.