"რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს" - პაპუაშვილი დროშის ჩამოხევაზე
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "ალტ-ინფოს" პრორუსი ძალების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხევა, იმ რადიკალიზმმა წარმოშვა, რომელიც 7-8 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე იყო.
პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ დროშა თავის საპატიო ადგილს დაუბრუნდება, ხოლო დამნშავეები დაისჯებიან.
რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს და ასეთი ქცევა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილზე.
როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე. თუკი ევროპაზე საუბრობენ, ეს დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული. როდესაც პარლამენტის შენობაზე წარწერები კეთდებოდა, როდესაც შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, როდესაც პარლამენტის ჭიშკრის დამტვრევის მცდელობა იყო, მაშინ იმ ევროპის გულით ანთებულ ხალხს რომ ეთქვა ამასთან დაკავშირებით, იქნებოდა კარგი, - თქვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ პოლიციამ რადიკალების ვანდალიზმზე სათანადო რეაგირება მოახდინა.
რაც შეეხება ამ შემთხვევას, სათანადო რეაგირება იყო. ის პირები, რომლებმაც შებღალეს ევროკავშირის დროშა, შესაბამისად იქნებიან დასჯილები, - თქვა პაპუაშვილმა.