რეფორმებზე პროგრესი გადამწვეტია - შარლ მიშელი ზურაბიშვილს შეხვდა

14.03.23 15:24
რეფორმებზე პროგრესი გადამწვეტია - შარლ მიშელი ზურაბიშვილს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საუბარი საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებას შეეხებოდა.

როგორც მიშელი სოციალურ ქსელში წერს, მან საქართველოს პრეზიდენტს დაუდასტურა EU-ს ერთგულება საქართველოს ევროპული გზის მიმართ.

მიშელი წერს, რომ საქართველოს სტატუსის მინიჭებისთვის რეფორმებზე პროგრესი გადამწვეტია.

„სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპული გზის მიმართ, ასევე მივესალმე მის როლს საქართველოს ხალხის მისწრაფებების წინსვლაში.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მიენიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან გაშვებული არ უნდა იყოს.

რეფორმებზე პროგრესი გადამწვეტია“, – წერს მიშელი.