კახა ოქრიაშვილი: „დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“!

14.03.23 15:29
კახა ოქრიაშვილი: „დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“!

" დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“! - ამის შესახებ ,,პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი, კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებაში საუბრობს.  

„ალტ-ინფო“ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „ქართული ოცნების“ რადიკალურ ფრთას. დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“, შემსრულებელი - „ოცნების“ რადიკალური ფრთა, „ალტ-ინფო“. 
„ქართულ ოცნებას“ დავამარცხებთ, გავუშვებთ ხელისუფლებიდან,  ქვეყანაც დამშვიდდება და პროგრესული განვითარების საშუალება მიეცემა"- წერს ოქრიაშვილი.