საქართველოს ქცევის წესებს აშშ კარნახობს - რუსეთის საგარეო
რუსეთი არ მალავს, რომ საქართველოსა და მოლდოვაში არსებული ვითარება "აღელვებს". საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო აცხადებს, რომ ამ ქვეყნებს ქცევას აშშ კარნახობს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გვაღელვებს. გვაღელვებს სიტუაცია საქართველოსა და მოლდოვაში, ვინაიდან ამ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-გან შორს მდებარეობენ, ქცევის პრინციპს ამერიკა კარნახობს. ისინი ჩვენი მეზობლები არიან და ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ თავისი სატელიტებით ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის სულ ახალ-ახალ კერებს ქმნის, რითაც საფრთხეს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას უქმნის, - განაცხადა ალექსანდრ გრუშკომ.