"დაგვიცავით, რომ ხვალ თქვენი შვილები არ გახდნენ დასაცავი" - სახალხო დამცველი სტუდენტებს შეხვდება

14.03.23 15:43
"დაგვიცავით, რომ ხვალ თქვენი შვილები არ გახდნენ დასაცავი" - სახალხო დამცველი სტუდენტებს შეხვდება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, დღეს პირველად შეხვდება სტუდენტებს, რომლებიც ომბუდსმენის მხარდაჭერას და დახმარებას ითხოვენ. 

სტუდენტები ამბობენ, რომ მათ სურთ შეხვდნენ სახალხო დამცველს, მიაწოდონ ინფორამაცია საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებსაც "ოცნების" მაღალჩინოსნები აკეთებენ.

ახალგაზრდები პირდაპირ მუქარად აღიქვამენ იმ განცხადებებს, რომელიც ღარიბაშვილმა და კობახიძემ მათი მისამართით გააკეთეს 

შესაბამისად, ისინი ფიქრობენ, რომ ახლა სახალხო დამცველმა ახალგაზრდები უფლებები უნდა დაიცვას. 

აუცილებლად უნდა შეგვხვდეს სახალხო დამცველი. მისი მოვალეობაა, რომ დაგვიცვას. ვიყენებ შანსს, რომ მივმართო ბატონ ლევან იოსელიანს. ბატონო ლევან, დაგვიცავით, რომ ხვალ თქვენი შვილები არ გახდნენ დასაცავი. ჩვენც თქვენი შვილები ვართ, ჩვენც თქვენი ისეთივე შვილები ვართ, როგორც თქვენი საკუთარი შვილები. რაც შეეხება მმართველი გუნდის განცხადებებს, ეს არის მათი ბინძური თამაშები, ასეთი ბინძრი თამაშები ახასიათებთ, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მათ თაობას. ყველას არა, რა თქმა უნდა. ისინი თამაშობენ ამ თამაშის წესებით, რომელითაც ჩვენ არ ვთამაშობთ. ჩვენ სუფთა ვართ, გულახდილები და გულწრფელები", - ამბობს სტუდენტი.