პასუხისმგებელია ხელისუფლება - "სტრატეგია აღმაშენებელი" რადიკალების მიერ დროშის დაწვაზე

14.03.23 16:11
პასუხისმგებელია ხელისუფლება - "სტრატეგია აღმაშენებელი" რადიკალების მიერ დროშის დაწვაზე

"პარლამენტთან შეკრებილი რადიკალურმა ჯგუფებმა ხელისუფლების წახალისებით ჩამოაგდეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა"- ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" სპეციალურ განცხადებაში წერს.

პარტია ყველა ის პირის კანონის წინაშე დასჯას ითხოვს, ვინც ევროკავშირის დროშა ჩამოაგდო და დაწვა.

ხელისუფლების ძალადობრივმა ჯგუფებმა ხელისუფლების წახალისებითა და მონაწილეობით დღეს პარლამენტის წინ ჩამოაგდეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა, რაც პირდაპირი და ღია განაცხადია, რომ მათ არ უნდათ ევროკავშირი. მათ საქართველო და მისი მოქალაქეები რუსული ჭაობისთვის გაწირეს.
ისინი, ვინც ჩამოაგდებენ და დაწვავენ ევროკავშირის დროშას, შესაძლებლობას თუ მივცემთ, სიამოვნებით ხელმეორედ აღმართავენ რუსულ დროშას თბილისის თავზე.
წილი ნაყარია, ან ხარ საქართველოს თავისუფლების, მისი ევროპული მომავლის მხარეს, ან დგახარ საქართველოს სრული ოკუპაციისა და მტრის მხარეს. საქართველო არასდროს გახდება რუსეთი! ახლა დუმილი დანაშაულია!
ახლა არ არის პოლიტიკურ განსხვავებებზე საუბრის დრო! ახლა ერთიანობის, საქართველოს გადარჩენის და მოქმედების დროა!
ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, ამიტომ "სტრატეგია აღმაშენებელი" ვგმობთ და მოვითხოვთ, სასწრაფოდ ყველა იმ პირის, ვინც ევროკავშირის დროშა ჩამოაგდო და დაწვა, იდენტიფიცირებას და კანონის შესაბამისად დასჯას"- წერის განცხადებაში.