"ღილაკებთან ერთად ბევრი რამ ეშლება" - სტუდენტი დიტო სამხარაძის ბრალდებებს პასუხობს
სტუდენტი დავით ჩხობაძე, რომელიც "ოცნების" დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმასთან გარიგეში დაადანაშაულა, ამბობს, რომ დიმა ჩიქოვანი სტუდენტების მიერ დაარსებულ ორგანიზაცია "ნაბიჯს" არ აფინანსებს.
ჩხობაძე ამბობს, რომ კეზერაშვილის ცოლის ძმის მხრიდან 1000 ლარის ჩარიცხვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ჩარიცხვებთან დაკავშირებით ინფორმაციას აუცილებლად გააასაჯაროებს.
სტუდენტი ასევე არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო სამსახურს დიმიტრი სამხარაძის ცილისმწამებულურ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიების მოთხოვნით მიმართოს
სასაცილოა და ძალიან რთულია, ეს ყველაფერი სერიოზულად შეაფასო. დიტო სამხარაძე არის დეპუტატი, რომელსაც ღილაკებთან ერთად ბევრი რამ ეშლება კიდევ. მე მას ვურჩევ, თავისი დრო და რესურსი მიმართოს ქვეყნის განვითარებისთვის და არა ახალგაზრდებზე დევნისა და რეპრესიებისთვის. რაც შეეხება დიმა ჩიქოვანს, ვიცნობ, რამდენჯერმე ვარ შეხვედრილი, რა კავშირია აქვს "ნაბიჯთან" არ ვიცი, ცხადია არ გვაფინანსებს. "ნაბიჯი" დამოუკიდებელია. თუ ჩემს განცხადებას აქვს ისეთი დიდი ფასი, რომ თითო განცხადებაში 1000 ლარს ვითხოვ, მაშინ საკმაოდ მძიმეწონიანი ფიგურა ვყოფილვარ და მართლაც უნდა ეშინოდენ "ოცნების" წარმომადგენლებს ჩემი", - ამბობს სტუდენტი.
"ოცნების" მაგინებელმა დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ გუშნ დაწერა, რომ დიმა ჩიქოვანი, რომელიც არის კეზერაშვილის ცოლის ძმა აფინანსებენ ორგანიზაციას “ნაბიჯს” და ჩართულია ბოლო დღეების მოვლენებში და მიბარებული აქვთ სტუდენტების და ლექტორების ბულინგის მიმართულება.
სამხარაძე ასევე წერს, რომ ჩიქოვანმა სტუდენტს 1000 ლარი გადაურიცხა.