"სარჩელი შეგვაქვს სასამართლში" - "საქართველოს უნივერსიტეტი" ღარიბაშვილისა და კობახიძის წინააღმდეგ

14.03.23 16:37
"სარჩელი შეგვაქვს სასამართლში" - "საქართველოს უნივერსიტეტი" ღარიბაშვილისა და კობახიძის წინააღმდეგ

"საქართველოს უნივერსიტეტი" "ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.

ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა. 

ალექსანდრე თოფურია სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ერთ ლარად გადაეცათ უნივერსიტეტი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს.

"მერამდენედ გაჟღერდა ტყუილი, თითქოს, საქართველოს უნივერისტეტი გიული ალასანიას ერთ ლარად გადაეცა. ეს არის ტყუილი. გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ ეს ყუნივერსიტეტი ნულიდან შექმნეს. ეს შენობები ჩვენ აუციონზე 4 მილიონ დოლარად შევიძნეთ. ეს შეგიძლიათ ყველაგან გადაამოწმოთ, აქ გვაქვს დოკუმენტები. ცილისწამებისთვის, დეზინფორმაციისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, ბატონების ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დღეს შეგვაქვს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ყოველივე ეს კეთდება იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ახლა და მომავალში, ჩვენს სტუდენტებს მოაძახოს, რომ თითქოს მათი უნივერსიტეტი რაიმე კორუფციული გარიგებით შეიქმნა".- ამბობს რექტორი.

სტუდენტები კი ფიქრობენ, რომ მმართველ პარტიას ახლა სტუდენტების გაშავების კამპანია აქვს დაწყებული და სწორედ ამას ემსახურება მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებები.