წულუკიანს აქციაზე გამოსული სტუდენტების "რირსება" არ მოსწონს

14.03.23 16:45
წულუკიანს აქციაზე გამოსული სტუდენტების "რირსება" არ მოსწონს

კულტურის მინისტრი ამტკიცებს, რომ ანტირუსული კანონის წინააღმდეგ გამოსული ახალგაზრდები ინფორმირებულები არ არიან, ან "გაუგინარი წნეხის" ქვეშ იმყოფებიან.

ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ პროფესორ-მასწავლებლებთან მუშაობა მოუწევთ, რომ "ინფორმირებული მომავალი თაობა" აღზარდონ. 

ყველას გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა, აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ ხელისუფლებას. პირველ რიგში პროფესურას და ლქტორებს - აკადფემიურ პერსონალს იმისთვის რომ ყველა იყოს მშვიდად იმასთან დაკავშირებით, რომ აღზარდა ღირსეული მომავალი თაობა. ღირსეულ მომავალ თაობაში პირველ რიგში იგულისხმება ინფორმირებული მომავალი თაობა, რომელიც შემდეგ ინფორმირებულად, თავისუფლად  და არავის წნეხისა და ბულინგის ქვეშ არ მიიღებს საქართველოსთვის საჭირო და აუცილებელ გადაწყვეტოლებას. პრობლემაა, როცა ის არ არის ინფორმირებული ან იმყოფება გაუგონარი და არნახული წნეხის ქვეშ, როგორც ეს ჩვენ ვნახეთ.