განსხვავება არ იქნებოდა, დროშა თავად პაპუაშვილს, კობახიძეს ან ღარიბაშვილს რომ ჩამოეხია - სამადაშვილი
რადიკალების მხრიდან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე პარტია "ლელო" სრულ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.
სალომე სამადაშვილის თქმით, არანაირი განსხვავება იქნებოდა, დროშა თავად შალვა პაპუაშვილს, ან კობახიძეს ან ღარიბაშვილს, რომ ჩამოეხია, რადგან ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, "ოცნების" დეპუტატები სწორედ ანტიევროპულ განცხადებებს აკეთებდნენ.
შალვა პაპუაშვილს შემიძლია ვუთხრა, რომ ჩემთვის არანაირი განსხვავება არ ექნებოდა, თვითონ რომ ჩამოეხია ევროკავშირის დროშა დღეს, ან მის თანაპარტიელ კობახიძეს ან ღარიბაშვილს. იმიტომ, რომ შევახსენებ საზოგადოებას იმ განცხადებებს, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, "ოცნების" პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები აკეთებდნენ გასული დღეების მანძილზე. ეს იყო პირდაპირ ძალადობის წახალისება. მათ შორის, ნახეთ, რომ მათი განცხადებები ღიად დაგმო მათსავე მოკავშირე სოციალისტურმა პარტიამ ევროკავშირში, ამიტომ, სრულად ეკისრება პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს იმაზე, რაც მოხდა", - ამბობს სამადაშვილი.
რადიკალების დაჯგუფებამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხიეს და დაწვეს ამ ყველაფერსპოლიცია მდუმარედ უყურებდა.