ერთობით ვიცუროთ რუსული დინების საპირისპიროდ და თავად ვიქცეთ ძლიერ ევროპულ დინებად - მელია

14.03.23 17:37
ერთობით ვიცუროთ რუსული დინების საპირისპიროდ და თავად ვიქცეთ ძლიერ ევროპულ დინებად - მელია

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია რადიკალების მხრიდან ევროკავშირის დროშის დაწვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში ევროკავშირის დროშა არ დაიწვება, სანამ ხალხი, რომელსაც ის უჭირავს, ისტორიას ასახავს.

მელია ამბობს, რომ რაც არ უნდა საპირისპირო მიმართულებით გვექაჩებოდეს რუსული მთავრობა, საქართველოს არჩევანი ევროპაა. 

ოპოზიციონერი ლიდერი წერს, რომ "ერთობით ვიცუროთ რუსული დინების საპირისპიროდ და თავად ვიქცეთ ძლიერ ევროპულ დინებად". 

საქართველოში ევროკავშირის დროშა არ დაიწვება და არ დაიხევა, სანამ ხალხი რომელსაც ის უჭირავს, ასახავს ისტორიას და იცავს კონსტიტუციას.

რაც არ უნდა საპირისპირო მიმართულებით გვექაჩებოდეს რუსული მთავრობა და მწვანე შუქს უნთებდეს ბნელ ძალებს, ხოლო ისტორიული სამართლიანობისა და ქართულ-ევროპული იდენტობის დამცველებს უწოდებდეს აგენტებს.

სანამ ვართ ერთიანები და ვართ სიმართლის მხარეს, სანამ გვაქვს ძალა, რომ ერთობით ვიცუროთ რუსული დინების საპირისპიროდ და თავად ვიქცეთ ძლიერ ევროპულ დინებად, აუცილებლად ვივლით წინ, ღირსებით ევროპისკენ, უბრალოდ ამ მთავრობის ადგილი არც ღირსეულთა შორისაა და არც ევროპისკენ მიმავალთა შორის!" - წერს ნიკა მელია.