დღეს პარლამენტის წინ დროშა დაწვა ორმა ირაკლიმ, ღარიბაშვილმა და კობახიძემ - უსუფაშვილი

14.03.23 19:08
დღეს პარლამენტის წინ დროშა დაწვა ორმა ირაკლიმ, ღარიბაშვილმა და კობახიძემ - უსუფაშვილი

"ლელოს" ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით პარლამენტის წინ დღეს დროშა არა პრპრუსმა რადიკალებმა, არამედ ქვეყნის პრემიერმა და მმართველი გუნდის თავმჯდომარემ დაწვა.

ამის შესახებ უსუფაშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერშა განცხადა და აღნიშნა, რომ ფაქტი იმ განცხადებების გაგრძელება იყო, რომელსაც ბოლო ხანებში აქტირუად აკეთებენ მამრთველ გუნდში.

დღეს იქ დროშა არ დაუწვია ალტ-ინფოს. დროშა იქ დაწვა ორმა ირაკლიმ. ერთმა პრემიერმა და მეორე - პარტიის თავმჯდომარემ, პაპუაშვილმა უბრალოდ ასანთი მიაწოდა. დროშა დღეს პარლამენტის წინ დაწვა მმართველმა ძალამ. მათმა წარმომადგენლებმა და სწორედ მათი განცხადებების გაგრძელებაა ეს. ვერც ერთმა ვერ შეძლოა, რომ გამოსულიყო და ის დროშა აეწია. 

ვთქვა, ვერ დაიცვეს დროშა, ვერ მოახერხეს, კაი დავუშვათ, რომ არ შევიდნენ კონფლიქტში დემონსტრანტებთან, მაგრამ თუ ვინმეს ხელისუფლებიდან იმის დემონსტრირება უნდოდა, რომ ჩვენი კურსი ურყევია ევროპული გზისკენ, მაშინ უნდა გამოსულიყვნენ და ის დროშა უნდა აღემართათ. როგორ გამოვიდოდნენ, როდესაც თავად უზრუნველყვეს ეს და კიდევ ბევრი რამ", - ამბობს უსუფაშვილი.