"კანონის უკან გაწვევის მიზეზი კედლებზე მოსიარულე ივანიშვილი იყო" - უსუფაშვილი

14.03.23 19:19
"კანონის უკან გაწვევის მიზეზი კედლებზე მოსიარულე ივანიშვილი იყო" - უსუფაშვილი

"ლელოს" ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, რუსული კანონის უკან გაწვევის მიზეზი კედლებზე მოსიარულე ივანიშვილი იყო. 

უსუფაშვილის თქმით, სწორედ ივანშვილმა დაურეკა მმართველი გუნდის ლიდერებს, სასწრაფოდ გაეწვიათ კანონი.

უსუფაშვილი ამბობს, რომ ოლიგარქმა დასავლეთიდან საფრთხე იგრძნო, ასევე დაინახა რომ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გავიდნენ არავისგან იყვნენ მართულნი, ამიტომაც მან უკან დაიხია.

კანონის უკან გაწვევის მიზეზი კედლებზე მოსიარულე ივანიშვილი იყო. 

სწორედ მან გასცა ისეთ ბრძანება, რომ ყველა დაემორჩილა და სანახევროდ შეასრულეს.

და ივანიშვილი კედლებზე გავიდა მას შემდეგ, რაც ხიფათი დაინახა. მასზე იმოქმედა ჩემთვის ბოლომდე არცნობილმა ფაქტორებმა.

ცნობილი და ღია რაც არის, არის ის, რომ მათ თვალებში ჩახედეს ადამიანებს და ვიღაცა ჭკვიანმა მაიწოდა მას ინფორმაცია, რომ ეს ხალხის, ვინ ქუცაში გამოვიდა, არ ემორჩლება არც მიშას, არც გრიშას, არც შენ და არც სხვას. ეს ხალხი ქუჩაში გამოსულია იდეებისა და ღირებულებების გამო, ის რაც მათ არ ესმით. ამიტომ ამ ხალხს ჩვენ ასე მარტივად ვერ გავუმკლავდებითო". - თქვა უსუფაშვილმა.