"ოცნებამ" ევროკავშირის დროშის დაწვით, მესიჯი გაუგზავნა საქართველოში მყოფ ევროკავშირის დელეგაციას - გახარია

14.03.23 19:36
"ოცნებამ" ევროკავშირის დროშის დაწვით, მესიჯი გაუგზავნა საქართველოში მყოფ ევროკავშირის დელეგაციას - გახარია

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ევროკავშირის დროშის დაწვა პარლამენტის წინ "ოცნების" მიერ იყო დაორგანიზებული და  მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ამით მესიჯი გაუგზავანა საქართველოში მყოფ ევროკავშირის დელეგაციას.

პრო-დასავლური პროტესტის კვალდაკვალ "ოცნებამ" ევროკავშირის დროშის დაწვა დააორგანიზა, რითაც გაუგზავნა მესიჯი საქართველოში მყოფ ევროკავშირის დელეგაციას. ახალგაზრდებმა უპასუხეს! ვერავინ წაართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს! ევროკავშირმა უნდა მოისმინოს საქართველოს მოქალაქეების ხმა!", - წერს გახარია ტვიტერზე.