"მეფის კარზე ტილაობის მოწმე ვართ, ივანიშვილი კიდევ ერთ შანსს აძლევს ბიჭებს" - ხუხაშვილი

14.03.23 19:53
"მეფის კარზე ტილაობის მოწმე ვართ, ივანიშვილი კიდევ ერთ შანსს აძლევს ბიჭებს" - ხუხაშვილი

პოლიტიკოსი გია ხუხაშვილი ივანიშვილის კარზე მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ ოლიგარქის კარზე დიდი პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს, სადაც ერთმანეთტან დაპირისპირებებს აქვს ადგილი.

ხუხაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ბოლო შანსს აძლევს "ოცნების" ლიდერებს და შესაზლოა ოლიგარქმა ისინი ამლე სახლში გაუშვას.

"ივანიშვილი თამაშობს ერთგვარ წაუგებელ თამაშს. ამათ აძლევს კიდევ ერთ შანსს, აბა ბიჭებო, მანახეთ, რა შეგიძლიათო. თუ ესენი სიტუაციის გადატეხვას მოახერხებენ, მაშინ დარჩებიან, თუ ამას ვერ მოახერხებენ, მაშინ ეტყვის, ნუ ახლა რა ვქნა, არ შეგიძლიათ და წადით სახლშიო.

ასევე, კობახიძის ისტერიკის ფონზე, მე არ ვთვლი, რომ ყიფიანის პროექტი დასრულებულია.

ეს იყო ეჭვიანობის სცენა, მესამეკლასელი ბავშვის დონეზე გათამაშებული. 

ვფიქრობ, რომ ყიფინის პროექტი განხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა ეს ორი ირაკლი ჩაირიცხება, ერთ ირაკლის ეს გავლილი აქვს უკვე. 

მეფის კარზე ტილაობის მოწმე ვართ. რადგან ეს კანონი ვერ შემოიტანეს და ვერ დააკანონეს უსამართლობა, ახლა ირიბი მეთოდებით დაიწყეს მუშაობა", - განაცხადა ხუხაშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეტერში.