რადიკალების აგრესიული აქცია, დამწვარი ევროკავშირის დროშა და არც ერთი დაკავებული - როგორია ევროპელი დიპლომატების შეფასებები
ხელისუფლება რადიკალების ძალადობაზე არ რეაგირებს. ამ დრომდე, ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე ერთი პირიც კი არ არის დაკავებული. არადა ყველას იდენტიფიცირება იმ წუთიდანვე იყო შესაძლებელი, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს წინ მოძალადეები დემონსტრაციულად გამოჩნდენ და კანონი დაარღვიეს.
ევროკავშირის დროშას რუსთავლეზე იმ დროს წვავდნენ, როდესაც თბილისი ევროგაერთიანების 27 ქვეყნის ელჩს მასპინძლობდა. ერთი დღით ადრე კი მაღალი რანგის დიპლომატებს პრემიერი ფუნიკულიორზე მასპინძლობდა. ამ ფონზე რადიკალებმა ანტიდასავლური შეძახილებით დღეს მთელი ქალაქი მოიარეს და ბოლოს ევროკავშირის სიმბოლოც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაანადგურეს. პოლიცია კი ამ ყველაფერს მდუმარედ და უმოქმედოდ უყურებდა.
როგორ აფასებენ პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს ევროპელი დიპლომატები - ამის შესახებ ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.