ხელისუფლებამ მომავალ თაობას ომი გამოუცხადა - პრემიერის შემდეგ, სტუდენტებს ღია ცეცხლი კობახიძემ გაუხსნა
ქვეყნის ხელისუფლებამ მომავალ თაობას ომი გამოუცხადა. ფაშისტები - სწორედ ასე მოიხსენიებს ირაკლი კობახიძე სტუდენტებს. პრემიერის მიერ დაწყებული ახალგაზრდების გაშავების კამპანია პარტიის თავმჯდომარემ ახალ სიმაღლეზე აიყვანა. სტუდენტების პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ ლიბერალურ ფაშიზმს უწოდებს, წყლის ჭავლთან მებრძოლ ახალგაზრდებს კი ამერიკელების მიერ დადგმული სცენარის მონაწილეებს.
ირაკლი კობახიძის გზავნილი დღეს სრულად რუსული იყო. "ოცნების" თავმჯდომარემ რუსთაველზე მდგარი ათი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ფაშისტებად შერაცხა, ფაშისტების მთავარ სამჭედლოდ კი ქვეყნის ყველაზე რეიტინგული უნივეტსიტეტები გამოაცხადა. საქართველოს უნივერისტეტს უკვე გამზადებული აქვს სარჩელი სასამართლოში მმართველი პარტიის თავმჯდომარის და პერემიერის წინააღმდეგ. სტუდენტებში კი "ოცნების" მუქარა ღიმილს იწვევს. მათი ბრძოლა ქვეყნის თავისუფლებისთვის ჯერ კიდევ წინ არის.
რა გეგმა აქვთ სტუდენტებს - ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.