"ყიფიანმა ივანიშვილს ფული მოპარა" - ოლიგარქის სანდო ადვოკატი კობახიძემ დღეს უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადა

14.03.23 20:19
"ყიფიანმა ივანიშვილს ფული მოპარა" - ოლიგარქის სანდო ადვოკატი კობახიძემ დღეს უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადა

ვიქტორ ყიფიანი საჯაროდ აღარ ჩნდება. ივანიშვილის სანდო ადვოკატი კობახიძემ დღეს უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადა. ყიფიანის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მასზე ნამდვილი შტურმი მოაწყო. რუსული კანონის და პირადად კობახიძის ღია კრიტიკა ადვოკატს არ აპატიეს. კობახიძე ირწმუნება, რომ ყიფიანი ივანიშვილმა ჩახსნა და მისი მომსახურეობით აღარ სარგებლობს. 

არაფორმალურ საუბრებში კობახიძე კიდევ უფრო მძიმე ბრალდებებს უყენებს ყიფიანს. პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ადვოკატმა ივანიშვილს ფული მოპარა, რაც მასთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი გახდა. თუმცა ახლა საინტერესოა რას იტყვის თავად ვიქტორ ყიფიანი, რომელიც სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, პრემიერობის კანდიდატად მოიაზრებოდა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ  ოლიგარქის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირის ბოლო განცხადებები მისი პოლიტიკური აქტიურობის დასაწყისი იყოს.

დეტალები იხილეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში .