"სააკაშვილის პატიმრობა პუტინის პერსონალური ვენდეტაა" - მწვავე გზავნილები "ოცნებას" და მოქმედებაზე გადასული ევროპარლამენტი

14.03.23 20:30
"სააკაშვილის პატიმრობა პუტინის პერსონალური ვენდეტაა" - მწვავე გზავნილები "ოცნებას" და მოქმედებაზე გადასული ევროპარლამენტი

მეტი ზეწოლა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალურ წევრებსა და ივანიშვილზე, რომელიც საკვანძო ფიგურაა - ევროპარლამენტი მოქმედებზე გადადის. გავლენიანი ევროდეპუტატი ამბობს, რომ თბილისზე საუბარი აღარ მოქმედებს და აუცილებელია  ქმედება. პეტრას აუსტრევიჩუსი დღეს ერთ-ერთი იყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას "ოცნებას" აკისრებდა. სააკაშვილი სიკვდილის პირას არის და აუცილებელია მისი სამკურნალოდ გადაყვანა - ეს განცხადებები ისმოდა დღეს ევროპარლამენტში.

სააკაშვილის პატიმრობა არის პუტინის პერსონალური ვენდეტა -აცხადებდა დღეს მაგნტისკის სიის ავტორი.   ევროპარლამენტის ტრიბუნა კი დღეს სწორედ  პუტინის პირადი პატიმრების ოჯახის წევრებს დაეთმო. "მამაჩემი იბრძვის სიცოცხლისთვის"- მიმართა  ედუარდ სააკაშვილმა ევროპარლამენტს. პრეზიდენტის შვილმა დეპუტატებს  აუხსნა, რომ საქართველოს მთავრობა იტყუება და სააკაშვილის მიზანი სუიციდი არ არის.

ცოტა ხნის წინ დასრულდა ბილ ბროუდერისა და სააკაშვილის ოჯახის წევრების პრესკონფერენცია ევროპარლამენტში  - რა განცხადებები გაკეთდა - ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.