გაუჩინარებული დეპუტატები და დიდ საგონებელში ჩავარდნილი "ოცნება - ვინ მიდის და ვინ რჩება?

14.03.23 20:38
გაუჩინარებული დეპუტატები და დიდ საგონებელში ჩავარდნილი "ოცნება - ვინ მიდის და ვინ რჩება?

გაუჩინარებული დეპუტატები და დიდ საგონებელში ჩავარდნილი "ქართული ოცნება". მმართველი გუნდი უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა. იმ შემთხვევაში თუ ამბოხებული დეპუტატები ფრაქციას დატოვებენ, ივანიშვილს საპარლამენტო უმრავლესობა დაშლის ზღვარზე აღმოჩნდება. ასეთ მძიმე ვითარებაში "ოცნება" საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არ ყოფილა. რუსულმა კანონმა სახელისუფლებო ფრაქცია ჩამოშლის პირას მიიყვანა.

"ოცნებიდან" წამსვლელი დეპუტატები არ ჩანან, თუმცა "პირველების" ინფორმაციით, მათი დამუშავება აქტიურად მიმდინარეობს. პარტიის ლიდერები მათ ფრაქციის დატოვებასთან ერთად მანდატების დატოვებასაც აიძულებენ. ეს კი "ოცნებისთვის" მაშველი რგოლი იქნება, რადგან სიით პარლამენტში ახალ დეპუტატებს შეიყვანენ და უმრავლესობას დაშლის საფრთხეს ააცილებენ. ვ

ინ მიდის და ვინ რჩება  ოცნებაში ეს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გაცხადდება.

დეტალები იხილეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.