სასამართლოში ჩემი დაბარება ივანიშვილის გინებას უკავშირდება - გიგი უგულავა

11.05.21 13:38
სასამართლოში ჩემი დაბარება ივანიშვილის გინებას უკავშირდება - გიგი უგულავა

"ივანიშვილმა ახალი შტრიხი შემატა ქართულ მართლმსაჯულებას, ეს არის ცინიზმი"- ამბობს გიგი უგულავა, რომლის სასამართლომ საქმე თაროდან ჩამოიტანა. 

მისი თქმით, დევნა ბიძინა ივანიშვილის გინებას უკავშირდება: 

ეს ამბავი პირდაპირ უკავშირდება, ვიცი კიდეც შიგნიდან, ქართული ოცნებიდან, 20 ივნისს. 20 ივნისს, როდესაც მოლაპარაკება უნდა გამართულიყო და მე და ნიკა მელია უნდა შევხვედროდით გახარიას, რომ ჩაგვეცხრო სიტუაცია რამანაირად, ამის ნაცვლად მაშინ ტყვიების სროლა და გაზის გაშვება დაიწყეს. რის შემდეგაც, მე ვთვლი, სრულიად სამართლიანად, ერთადერთი, რაც ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილს - გინება მისი მისამართით და მე მას პირდაპირ ვაგინე",-თქვა უგულავამ.

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პოროცესი ჩაინიშნა - საქმე ეხება 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ფაქტს.  

მსგავსი სიახლეები