მთავარი მაგისტრალი დიდი საფრთხის წინაშე - ვის სავარუდო კორუფციულ ინტერესებს ეწირება ადამიანების უსაფრთხოება

14.03.23 20:41
მთავარი მაგისტრალი დიდი საფრთხის წინაშე - ვის სავარუდო კორუფციულ ინტერესებს ეწირება ადამიანების უსაფრთხოება

ვის სავარუდო კორუფციულ ინტერესებს ეწირება ადამიანების უსაფრთხოება? ხელისუფლებამ, რომელმაც ქვეყნის ყველაზე დიდი ავტომაგისტრალის რეაბილიტაცია შავ სიაში შეყვანილ ჩინურ კომპანიას ჩააბარა, ჯერ კიდევ 2019 წელს იცოდა რიკოთზე  მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. ამიტომ თავიდანვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული რისკები,  მაგრამ ამისთვის არავინ არაფერი გააკეთა. 

ჩინური კომპანია, რომელიც უშუალოდ მშენებლობას ახორციელებს, მსოფლიო ბანკის მიერ შავ სიაშია შეყვანილი, რადგან მათ მიერ აშენებული ხიდები სხვა ქვეყნებში უბრალოდ დაინგრა. არაპროფესიონალიზმისა და სავარაუდო კორუფციის შედეგად კი  რიკოთზე სადაც ავტომობილების ნაკადი არასდროს წყდება, კლდის დიდი ნაწილი ჩამოინგრა და ადამიანები სიკვდილს  შემთხვევით  გადაურჩნენ. ირკვევა, რომ ეს არ არის მაგისტრალის ერთადერთი საფრთხის შემცველი ტერიტორია.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.