"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი დაბრკოლება ივანიშვილია" - უმწვავესი დებატები ევროპარლამენტში
"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი დაბრკოლება ბიძინა ივანიშვილია" - ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე საგანგებო დებატები გაიმართა.
საქართველოს ხელისუფლების მისამართით ტრიბუნიდან ერთი-მეორეზე უმწვავევესი განცხადებები ისმოდა. ევროდეპუტატებმა პირდაპირ თქვეს, რომ "ქართული ოცნება" ქართულ კოშმარად იქცა. მათი თქმით, საქართველოს მოქემდი ხელისუფლება საკუთარი ხალხის ნებას არ გამოხატავს, რომელიც მომავალს ევროპაში ხედავს.
ევროკომისართან ერთად სიტყვით 30 ევროპარლამენტარი გამოვიდა. თქვეს, რომ საქართველოს პრორუსი მთავრობა ჰყავს. ტრიბუნიდან გაჟღერდა სანქციების დაწესების მოთხოვნაც.
ჩვენ ვიცით, რა ძლიერია საქართველოს სურვილი, იქცეს ევროკავშირის წევრად, თუმცა დღეს არსებობს არაერთი პრობლემა არ გზაზე და ერთ-ერთი ამ პრობლემის სახელი არის ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი პრობლემა იქმნება მთავრობის მხრიდან ამ გზაზე. სწორედ ამიტომ არიან ჯერ კიდევ პატიმრობაშ მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, სწორედ ამიტომ ცდილობდა მთავრობა მიეღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ. ეს არის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს არ არის ნამდვილი მტავრობის მხრიდან წამოსული უკანასკნელი პროვოკაცია. ღარიბაშვილმა გუშინ გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება. განცხადება შემდეგნაირია, ევროკავშირმა უმჯობესია მიხედოს საკუთარ თავს და ევროკავსირი ცდილობს, საქართველო ჩაითრიოს ომში. ეს არის არასწორი პროპაგანდა დამიუხედავად ამგვარი პროპაგანდისა, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ქართველი ხალხის გვერდით დგომა, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
ევროდეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონმა კი პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს მტავრობამ ხალხის ნებაზე წინ ერთი ოლიგარქის და კრემლის ინტერესები დააყენა.
ჩვენ ვნახეთ, რომ ყველამ მოიხსნა საკუთარი ნიღაბი, საქართველოს მთავრობა, როგორც ჩანს, მზად არის, საბოტაჟი მოუწყოს საკუთარი ხალხის ნებას, შეუერთდნენ ევროკავშირს, მაგრამ მათ წინ აღუდგა ქვეყნის მოსახლეობა. შეუძლებელია, რომ ხალხის ევროპული მისწრაფება დათრგუნო წყლის ჭავლით. ძალადობა არის ფუჭი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის, მაგრამ როგორც ნახეთ, მთავრობამ დააყენა ერთი ოლიგარქი და კრემლი ხალხის ნებაზე წინ. ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს გახდნენ ევროკავშირის წევრები, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა - არა, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა სიტყვით გამოსვლისას.