"ევროკავშირის დროშა დაწვა "ოცნებამ", ეს იყო მათ მიერ ორგანიზებული ოპერაცია"- მეზვრიშვილი
EU-ს დროშის დაწვით "ქართულმა ოცნებამ" საქართველოში მყოფ ევროკავშირის დელაეგაციას პირდაპირი მესიჯი გაუგზავნეს - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ევროკავშირის დროშა დაწვა "ოცნებამ", ეს იყო მათ მიერ ორგანიზებული ოპერაცია"
ევროკავშირის დროშა დაწვა ოცნებამ, ეს იყო ოცნების მიერ ორგანიზებული ოპერაცია, მათ პირდაპირი მესიჯი გაუგზავნეს საქართველოში მყოფ ევროკავშირის დელაეგაციას, რომელიც დღეს-ხვალ იმყოფება ქვეყანაში, რომლებიც სხვათაშორის აღფრთოვანებულები იყვნენ საქართველოში ევროკავშირის დროშების სიმრავლითა და ქართველი ხალხის მისწრაფებებით, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ეს იყო ის მესიჯი, რაც რუსული სცენარით მოქმედმა ხელისუფლებამ გაუგზავნა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს"- თქვა მეზვრიშვილმა.
რადიკალები ამ დრომდე დაუსჯელები არიან - პოლიციას დაკითხვაზეც კი არ დაუბარებია, იმ პრორუსული პარტიის წევრები და ლიდერები, ვინც თბილსიში ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დაწვა.