ნიკა მელია ოპოზიციიდან ყველაზე ძლიერი კანდიდატია - გიგი უგულავა
ნიკა მელიას რეალური შანსი აქვს დაამარცხოს ხელისუფლების კანდიდატი, - ასე აფასებს გიგი უგულავა ნიკა მელიას დედაქალაქის მერობის კანდიდატად შესაძლო წარდგენას. პოლიტიკოსი თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ოპოზიციიდან ყველაზე ძლიერი კანდიდატია, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერაც ადასტურებს.
თავად უგულავა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გამორიცხავს.
მე არ ვაპირებ ამ არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება, საჯაროდაც მითქვამს, პირველ რიგში, ეს ნიკას გადასაწყვეტია და მან უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მე ვთვლი, რომ მას აქვს პოლიტიკური მომენტუმი, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მას დაუჭერს მხარს. ის ყველაზე ძლიერი კანდიდატია დღეს ოპოზიციიდან და რეალური შანსი აქვს, რომ დაამარცხოს ხელისუფლების კანდიდატი, - ამბობს უგულავა.