თუ ევროკავშირთან დაახლოება იმიტომ გინდათ, რომ ქვები ახლოდან გვესროლოთ, ვერ შევთანხმდებით - გრეგოროვა "ოცნებას"

15.03.23 11:40
თუ ევროკავშირთან დაახლოება იმიტომ გინდათ, რომ ქვები ახლოდან გვესროლოთ, ვერ შევთანხმდებით - გრეგოროვა "ოცნებას"

თუ ევროკავშირთან დაახლოება იმიტომ გინდათ, რომ ქვები ახლოდან გვესროლოთ, ვერ შევთანხმდებით, - ამ სიტყვებით მიმართა მარკეტა გერგოროვამ საქართველოს ხელისუფლებას ევროპარლამენტის ტრიბუნიდან.

ევროდეპუტატმა "ქართულ ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის არჩევანი აღარ იქნება. 

ერთი რამ მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობას, აქ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ არ ვართ. თუ გინდათ, რომ ევროკავშირს დაუახლოვდეთ მხოლოდ იმისთვის, რომ ქვები უფრო ახლო მანძილიდან ისროლოთ, მაშინ ასე არ მგონია, რომ შევთანხმდეთ. აირჩიეთ ვის მხარეს ხართ ან არჩევანი აღარ ვიქნებით, - თქვა მარკეტა გრეგოროვამ.