ხელისუფლება სტუდენტებზე ნადირობს, რეალურად მოძალადე ადამიანებზე კი რეაქცია არ არის - თაზო დათუნაშვილი

15.03.23 11:15
ხელისუფლება სტუდენტებზე ნადირობს, რეალურად მოძალადე ადამიანებზე კი რეაქცია არ არის - თაზო დათუნაშვილი

"ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი ორკების დაუსჯელობაზე კომენტარს აკეთებს - პოლიტიკოსი ამბობს, რომ მოძალადეები თავისუფლად გადაადგილდებიან, როცა ხელისუფლებამ სტუდენტების წინააღმდეგ ნადირობა გამოაცხადა. 

პარალელურად ჩვენ ვადევნებთ თვალს ამ ნადირობას, ალქაჯებზე, სტუდენტების წინააღმდეგ გამოცხადებულ ნადირობას. ჩვენ გუშინ ვიხილეთ მოძალადე ჯგუფები, ადამიანები, რომლებიც ღიად ძალადობდნენ მათი მარშის პროცესში, როდესაც სხვადასხვა არასამთავრებო ორგანიზაციასთან ჩაიარეს და ქვები დაუშნეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კანონი დაარღვიეს, როდესაც დროშა ჩამოხიეს ევროკავშირის და ეს ადამიანები ამას პროვოცირებენ თან, მოწოდება ჰქონდა ვიღაცა მახარაძე რომ ჰყავთ, ტელევიზორით გამოვიდა და  აგერ დამიჭირეთო და ამ ადამიანებზე რეაქცია არ არის.

რადიკალები ამ დრომდე დაუსჯელები არიან - პოლიციას დაკითხვაზეც კი არ დაუბარებია, იმ პრორუსული პარტიის წევრები და ლიდერები, ვინც თბილსიში ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დაწვა.