თუკი თქვენს ყოფილ პრეზიდენტს მოკლავთ, ევროკავშირის კანდიდატობა არ იქნება - თიის როიტენი

15.03.23 11:57
თუკი თქვენს ყოფილ პრეზიდენტს მოკლავთ, ევროკავშირის კანდიდატობა არ იქნება - თიის როიტენი

ევროპარლამენტარმა თიის როიტენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს პუტინისტური დემონიზაცია და 12 რეკომენდაციის შესრულებას დაუბრუნდეს. ევროდეპუტატმა პირდაპირ თქვა, რომ თუ სააკაშვილს ციხეში მოკლავენ, ევროკავსირის კანდიდატის სტატუსი არ იქნება. 

არავის სურს, რომ საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი. ასე რომ, შეწყვიტეთ ეს სასოწარკვეთილი პუტინისტური დემონიზაცია და რეალურ წინსვლას მიაღწიეთ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. თუკი მოკლავთ თქვენს ყოფილ პრეზიდენტს, ევროკავშირის კანდიდატობა არ იქნება. თუ მიიღებთ უცხიური აგენტების შესახებ კანონს, ევროკავშირის კანდიდატობა არ იქნება, თუკი დაანგრევთ ედმოკრატიას - კანდიდატობა არ იქნება, - განაცხადა ევროდეპუტატმა. 

დებატები ევროპარლამენტში 14 მარტს გაიმართა.  ევროკომისართან ერთად სიტყვით  30 ევროპარლამენტარი გამოვიდა, რომლებმაც თქვეს, რომ საქართველოს პრორუსი მთავრობა ჰყავს.