ეს იყო მართული აქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში დამნაშავეები უკვე დაკავებულები უნდა იყვნენ - ბესელია ძალადობრივ ჯგუფებზე
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ პრო-რუსული "ალტ-ინფოს" აქცია მართული იყო.
როგორც ეკა ბესელია აღნიშნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე ყველა პირი დასჯილი იქნებოდა.
აქ გამოჩნდა ყველაზე მეტად, ამ პასიურობასა და უმოქმედობაში, ეს ალიანსი და კავშირი, რომ ეს არ იყო შემთხვევითი აქცია და ეს იყო მართული, წახალისებული, რადგან ზუსტად ანალოგიური ვითარება რომ მომხდარიყო სხვა ჯგუფების მხრიდან, ყველა ის ადამიანი იქნებოდა დღეს დაკავებული, ვინც აი, ამ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა.