საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, სააკაშვილის უფლებები სრულად იყოს დაცული - ოლივერ ვარჰეი

15.03.23 12:09
საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, სააკაშვილის უფლებები სრულად იყოს დაცული - ოლივერ ვარჰეი

აუცილებელია სააკაშვილის უფლებების დაცვა, როგორც პატიმრობაში მყოფი ადამიანისა და ყოფილი პრეზიდენტის - ამის შესახებ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. 

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას შეტყობნება ცალსახა იყო.

პარლამენტმა გასულ წელს მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ. ჩვენ გვქონდა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა და ჩვენი შეტყობინება ცალსახა იყო. საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, რომ სრულად იყოს გარანტირებული სააკაშვილის უფლებების დაცვა, როგორც პატიმრობაში მყოფი ადამიანისა ისევე როგორც ყოფილი პრეზიდენტის და ევროკავშირი მზად არის ჩერთოს სხვადასხვა ძალისხმევაში, რაც უზრუნველყოფს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთეობას, - ამბობს ოლივერ ვარჰეი. 

ცნობისთვის, გვიან ღამით ევროპარლამენტში გამართლ პრესკონფერენციაზე, რუსეთის წინააღდეგ სანქციების სიის ავტორმა ბილ ბროუდერმა თქვა რომ ევროკავშირს სააკაშვილისა და რუსი პოლიტპატიმრის კარა-მურზას საქმეების ფიგურანტებისთვის სანქციების დაწესების საკამრისი საფუძველი აქვს.