სააკაშვილის, როგორც პუტინის მძევლის ციხეში გამოკეტვა, საქართველოს ევროპულ მომავალს ზიანს აყენებს - ფოტიგა
ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებით, სააკაშვილის ციხესი ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სურვილს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
მისი შეფასებით, აუცილებელია, ამას საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებდეს.
მიხეილ სააკაშვილის როგორც პუტინის მძევლის ციხეში გამოკეტვა, ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს. იმედია, საქართველოს მთავრობა ამას კარგად აცნობიერებს და ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის პროტესტი 7 და 9 მარტს იყო ამის კარგი გამოხატულება,- ამბობს ანა ფოტიგა.
ცნობისთვის, დებატები ევროპარლამენტში 14 მარტს გაიმართა. ევროკომისართან ერთად სიტყვით 30 ევროპარლამენტარი გამოვიდა, ღონისძიებაზე ითქვა, რომ საქართველოს პრორუსი მთავრობა ჰყავს.