"ორი მტკიცებულება, რომელიც "ოცნების" ტყუილს ადასტურებს" - ნაცვლიშვილის საგანგებო ბრიფინგი
"ლელო" წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნებას" ტყუილში ამხელს. პარლამენტის წევრმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე ის მტკიცებულებები წარადგინა, რომელიც ადასტუყრებს, რომ მმათველ პარტიას ევრორეკომენდაციები სათანადოდ არ შეუსრულებია. საუბარია დეოლიგარქიზაციის და სასამართლო რეფორმების პუნქტებზე, რომელსაც ვენეციის კომისია მკაცრად აკრიტიკებს.
გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ურცხვად იტყუა, როდესაც საზოგადოებას უთხრა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნები ორ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ევრორეკომენდაციების შესრულებას მიემართება და მოამზადა „ქართულმა ოცნებამ“, თითქოს პოზიტიური დასკვნებია ჩამოსული. მე ხელთ მაქვს ორივე დასკვნა, ორი მტკიცებულება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები და მათ მიერ მომზადებული ორივე კანონპროექტი მიზნად ისახავს არა სტატუსის მიღებას საქართველოსთვის, არამედ ამ სტატუსის ჩაგდებას. ეს ორი დასკვნა მიემართება სასამართლო რეფორმას და ამასთან დაკავშირებით, მეორე მიემართება ე.წ. დეოლიგარქიზაციის საკითხს.
სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით კომისიის დასკვნაში ხაზგასმით წერია, რომ ევრორკომენდაციის შინაარსი არის სრულყოფილი, მასშტაბური რეფორმის განხორციელება, მათ შორის იუსტიციის საბჭოშ, მაგრამ არა მხოლოდ, ხოლო ის, რაც გაგზავნა „ქართულმა ოცნებამ“ არის ფასადური და იმდენად მცირე მასშტაბის, რომ ვერ პასუხოსბ ევრორეკომენდაციებს და ამავე დროს ვერ პასუხობს ვენეციის კომისიის წინა 4 დასკვნაში მითითებულ კრიტიკული მნიშვნელობის საკითხებს და შესაბამისად, ეს არ იქნება შესრულება ევრორეკომენდაციის.
და მეორე, ეს არის დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, რომელთან მიმართებაშიც კომისია ამბობს, რომ ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, არის პერსონიფიცრებული მიდგომა, კომისია უპირატესობას ანიჭებს და რეკომენდაცვიას უწევს სისტემურ მიდგომას, რაზეც პირველივე დღეებიდან საუბრობდა „ლელო“, იმიტომ, რომ ოლიგარქიული მმართველობა, არაკონსტიტუციური მმართველობა არის სისტემური პრობლემა და ერთი რამე ცალკე აღებული კანონი ვერ მოაგვარებს ჩრდილოვანი მმართელობის საკიტხს საქართელოში, ამას სჭირდება მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიტაცებული პარტიულ ინტერესებს დაქვემდებარებული სახელმწიფო ინსტიტუტების უკან წამოღება და კონსტიტუცირუ ჩარჩოში მოქცევა.
ეს არის ორი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ მთელი ამ თვეების განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას, როდესაც ამბობდა, რომ შექმნა რაღაც სამუშაო პროცესი, რაღაც დაწერა და ეს რაღაც იქნებოდა შესრულება რეკომენდაციებისა. მეორე ტყუილი იყო ის, რაც იკადრა გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ და გითცრათ, თითქოს დასკვნები არის პოზიტიური, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.