სააკაშვილთან ურთიერთობა ჭეშმარიტებაზე უფრო მაღლა დგას - სარჯველაძე ევროპარლამენტარებზე
ევროპარლამენტში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც პრიორიტეტად თვლიან სააკაშვილის ერთგულებას და მასთან ურთიერთბას - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე,მიხეილ სარჯველაძე დებატებს, რომელიც გუშინ გაიმართა.
"ქართული ოცნების" წევრი ამტკიცებს, რომ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები არ ირღვევა და მსგავს ბრალდებებს საფუძველი არ გააჩნია.
ევროპარლამენტში არიან ადამიანები, რომლებისთვისაც პრიორიტეტულია და ჭეშმარიტებაზე უფრო მაღლა დგას სააკაშვილთან პარტნიორობა და თანამშრომლობა. ხელისუფლების მიმართ სასაყვედურო იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სააკაშვილის რომელიმე უფლება ირღვევა, რეალურად აღმოჩნდება, რომ ასეთ განცხადებებს ობიექტურად არავითარი საფუძველი არ გააჩნია. მარტივა ყველასთვის გასაგები იქნება, რომ არცერთი უფლება სააკაშვილის, როგორც პატიმრისა არ არის ხელყოფილი, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
დებატები ევროპარლამენტში 14 მარტს გაიმართა. ევროკომისართან ერთად სიტყვით 30 ევროპარლამენტარი გამოვიდა, ითქვა, რომ საქართველოს პრორუსი მთავრობა ჰყავს.