ნიკა მელიას კანდიდატობის შემთხვევაში "ოცნების" კანდიდატს მოგება გაუმარტივდება - ოხანაშვილი
თვითმმართველობის არჩევნებზე უპირობო გამარჯვების იმედი აქვთ „ქართულ ოცნებაში“. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარე ანრი ოხანაშვილის თქმით, თუ ოპოზიცია დედაქალქის მერობის ერთიან კანდიდატად ნიკა მელიას დაასახელებს, მმართველი გინდის კანდიდატს მოგება უფრო გაუმარტივდება.
მელია თუ იქნება კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება „ქართულ ოცნების“ კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებში გარანტირებული მოგება, თუმცა „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება უპირობო გამარჯვებული და უპირობოდ გაიმარჯვებს პირველივე ტურში, - ამბობს ოხანაშვილი.