"ოცნების" მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებით სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა ვერ განხორციელდება - ჯანეზაშვილი

15.03.23 12:44
"ოცნების"  მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებით სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა ვერ განხორციელდება - ჯანეზაშვილი

"სასამართლოს გუშაგის" თავმდჯომარე ნაზი ჯანეზაშვილი ამბოს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ხელსუფლებამ ვენეციის კომისიაში გააგზავნა, ევრორეკომენდაციებს ვერ პასუხობს. 

ჯანეზაშვილი აქცენტს  სასამართლო რეფორმაზე აკეთებს და ამბობს, რომ პარლამენტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებით სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა ვერ გატარდება. 

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ქართველოს პარლამენტმა გააგზავნა ვენეციის კომისიაში, არ პასუხობს იმ მოთხოვნებს ევროკავშირის მიერ, რომელიც საქართველოს წინაშე დგას 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად. აქედან ერთ-ერთი გახლავთ ფუნდამენტური რეფორმა სასამართლო სისტემის და რეფორმა ასევე იუსტიციის  უმაღლესი საბჭოში. სასამართლოში, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოა აქ ნახსენები, არის კორპორატივიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნის სასამართლოსადმი ნდობას. პრობლემა არის ის, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებით ვერ გატარდება სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა და ვერ განხორციელდება ცვლილებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში , - ამბოლბს ჯანეზაშვილი. 

 ვენეციის კომისია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნების" მიერ გაგზავნილ კანონპროექტში სასამართლო პროცესების წინმსწრები გარანტიები არ არსებობს.  

ვენეციის კომისიის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ე.წ. რეფორმით ხელისუფლებამ სისტემაში კლანის ძალაუფლება არათუ შეამცირა, არამედ გაზარდა, ეს კი ევროკომიიის მოთხოვნებთან შეუსაბამოა.